მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე 700 ლარიდან ზემოთ (ხელზე ასაღები), + ბონუსი და სამედიცინო დაზღვევა.
სამუშაო პირობები:
თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
ცვლაში მუშაობს ორი თანამშრომელი, დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 3 საათი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ოქროს (ბრილიანტის) შეფასების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
- ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
- მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და
- სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
- კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;
პიროვნული უნარები:
- ღამის ცვლაში მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!