საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ არსებობს ფაქტები (მითები თუ რეალობა), რომლებიც ყველამ არ იცის. ეს ფაქტები კი განსაკუთრებით საინტერესო მომავალი სტუდენტებისთვის იქნება. გთავაზობთ სასწავლო პროცესთან, კვებასა თუ ტრანსპორტთან დაკავშირებულ ნიუანსებს, რომელთა ცოდნაც აუცილებლად გამოგადგებათ.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ვისთვის სტუ-ს და ვისთვის გეპეი-ს, 12 კორპუსი ჰქონია. უმეტესობა საბურთალოზეა და მარტივად მისაგნებია, ხოლო მე-11 კორპუსი სადღაც სანზონაშია. როცა უკვე სტუდენტი გახდები, შესაბამისად წვდომა გექნება შენს პირად გვერდზე უნივერსიტეტის საიტზე, რაც ამიერიდან შენი იერუსალიმი უნდა გახდეს. მანდ იქნება შენი ქულები, ცხრილები, როდის რომელ კორპუსში გიწევს ყოფნა და ა.შ. კორპუსების ადგილმდებარეობაზე კიდე არ იდარდო, გუგლ მეფში Georgian Technical University-ს ჩაწერ და ამოგიყრის ყველას.
თვითმმართველობა
თვითმმართველობის წევრი თუ გახდები, ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ფულით მაგრად გაერთობი, ზოგი ამბობს, თვითმმართველობის წევრთან თუ იმეგობრებ, ეგეც გეყოფაო. თვითმმართველობას დიდი ძალაუფლება ჰქონია. ზოგი გამოცდის საკითხები და პასუხებიც მოეპოვებათო, მაგრამ ვერასდროს გეცოდინება ეს დაზუსტებით სანამ ამ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდები. ეჰ, თვითობა, სანატრელი და თანაც ზოგისთვის მიუღებელი. ნუ რას იზამ, შენი გზა შენვე უნდა აირჩიო.
სად ჭამო?
სამწუხაროა, რომ 12-დან მხოლოდ რამდენიმეშია კაფეტერია. მაგრამ არჩევანი მაინც დიდი გაქვს. მე-8 კორპუსთან ლარნახევრად კარგი ფენოვანი ლობიანი იშოვება. თან ნუ საბურთალოზე არ დაილევა საცხობები, გვერდზე ვენდისიც არის, მაკდონალდსიც, მთელი ქუჩა შაურმები, რესტორნები. ეკონომიურად თუ გინდა რომ ხარჯო, მაშინ სახლიდან ატარე (ჰო ვიცი, რომ მაგარი რჩევაა) ან სპარში ლობიანი აბურთავე.
ტუალეტი
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რასაც ახლა გეტყვი, გთხოვ, დაიჯერე, გატესტილია. ტუალეტში შუქი არ აანთო თორემ წყალი წამოვა. წყალი რა შუაშია?იცოდე, ვინ არის ჟუჟუნა ყველაზე ბევრი სტუდენტი ძირითადად მე-6 კორპუსშია და სწორედ აქ არის ჟუჟუნაც. ის ადრე ლიფტის ბარიგა იყო. თუ ლიფტში შეხვიდოდი, ისიც იქ დაგხვდებოდა და აუცილებლად რაღაც უნდა გეყიდა მისგან. შემდეგში ისე მოხდა, რომ სტენდი აახიეს და წასვლა მოუწია, მაგრამ ჟუჟუნა მაინც ძალიან ხშირადაა ლიფტში.
სახეები
თუ ამღვრეულთვალებიანი გეპეიშნიკი დაინახე, მას უბრალოდ სიგარეტი უნდა და სხვა არაფერი. არ დაინანო, თორემ მერე მართლა შეიძლება ინანო, ხოლო თუ ბედნიერი სახით მოსიარულე გეპეიშნიკი დაინახე, მაშინ გიხაროდეს! ძმას ფაქტი აქვს და ადმინისტრაციის უკან ჩაბულბულებას აპირებს.
ლიფტები
რაც არ გვაკლია ლიფტებია, მაგრამ რაც გვაკლია მომუშავე ლიფტებია. ჰო, ვიცი, რომ ისედაც ცოტა ლიფტი მუშაობს, მაგრამ ძაან ბევრი მაინც არ შეხვიდეთ/ ზემოთხსენებული ჟუჟუნა გცემთ. ლექტორების ლიფტში თუ შეასწარი მაშინ თავი ქუდში გაქვს. არც გადაჭედილი იმგზავრებ და თან ვინც დაგინახავს სად შეხვედი და საიდან გამოხვედი შეგეძლება ზემოდან უყურო.
ისწავლე ეკონომიურობა
ქსეროქსი ბევრგანაა, ქუჩაშიც, უნივერსიტეტში, მაგრამ იცოდე, რომ ყველაზე იაფად გადაქსეროქსება მე-6-ს მეორე სართულზე შეგიძლია.
დაცვა და არალეგალური საქმიანობები
ყველა კორპუსში სხვადასხვა ამბები ხდება. ზოგან დაცვა მუშაობს, ზოგან არა. მაგალითად მე-8 კორპუსში ლექციაზევე შეგიძლია ჯოკერი მოცხო, მარა პირველ კორპუსში დაცვა მაგარ ამბავს დაგაწევს.
რატომ ხდებიან გეპეიშნიკები?
რავი, ბევრი ამბობს, რომ არ ვიაროო, ბევრი ამბობს, არქიტექტურა მარტო ამათ აქვთ კარგიო, ბევრი ამბობს, რავი სხვა უნივერსიტეტი არ გამიგიაო… ნუ რას გაუგებ ამ ხალხს. ჰოდა, რაც შეეხება არ სიარულს, თქვენ ცდებით. აუცილებლად უნდა იაროთ. „აქ ყველაზე ფასეული იმ ხალხთან ურთიერთობაა, რომლებთანაც ერთადაც პირველივე დღიდან მოდიხარ, აქ ისწავლი, მეგობრობას, ადამიანობას, ურთიერთობას, შეიძლება ყველაფერს, შენი პროფესიის გარდა, თუმცა ყველაფერი ერთადაც შეიძლება“ – ამონარიდი ერთ-ერთი გეპეიშნიკის ქრონიკებიდან.
წყარო: imitom.ge