პლატფორმა “რეფორმერი” სტუდენტებისთვის ქვეყნის განვითარების ხედვებზე ღია კონკურსს მართავს.
კონკურსი გამოავლენს თითოეული თემატიკის 5 გამარჯვებულს, რომელთათვისაც გათვალისწინებულია შემდეგი ჯილდო:
- პირველი ადგილი: ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით და ორდღიანი ვიზიტი ევროსტრუქტურებში: ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო (ქ. ბრიუსელი)
- მეორე ადგილი: სერტიფიკატი
- მესამე ადგილი: სერთ=ტიფიკატი
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მონაწილეობისათვის საჭროა წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 თებერვალი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო სტრატეგიის ხედვაზე;
- საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფერმერობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ხედვაზე;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ხედვაზე;
- სახელმწიფო სტრატეგიის ხედვა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის ხედვა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ორგანიზაცია გამართავს ღია კარის დღეებს, სადაც ჩატარდება ,,რეფორმერის” პრეზენტაცია და კონკურსის პირობების განხილვა.
- თბილისი – 31 იანვარი. 15:00 საათი, წინანდლის ქუჩა 9, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- ქუთაისი – 1 თებერვალი, 15:00 საათი, წერეთლის ქ. #13, ქუთაისის უნივერსიტეტი;
- ბათუმი – 2 თებერვალი, 15:00 საათი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #55;
- თელავი – 4 თებერვალი, 15:00 საათი, ვაჟა-ფშაველას ქ. 3, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
დაჯილდოვების ცერემონიალი 2020 წლის 22 თებერვალი.
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-30 წლამდე საქართველოს მოქალაქეს;
- ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
- პლაგიატის შემთხვევაში, ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.
ნაშრომის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- თემასთან შესაბამისობა და საკითხის სიღრმისეული გააზრება – (25 ქულა)
- ანალიზი, არგუმენტაცია და დასაბუთება- (25 ქულა)
- ნაშრომის სტრუქტურა და წერის კულტურა- (25 ქულა)
- ნაშრომის ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა- (25 ქულა)
ტექნიკური სახის მოთხოვნები:
- ენა: ქართული;
- დოკუმენტის ტიპი: PDF;
- ფონტი: Sylfaen;
- შრიფტის ზომა: 12;
- ინტერვალი: 1,15;
- სტრატეგიის მოცულობა: 1500-3000 სიტყვა.
- ნაშრომში აუცილებელია მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების (ან/და სამუშაო ადგილის) დასახელება და თქვენი ელ-ფოსტა. ამასთან, გთხოვთ წერილში, რომლითაც გადმოაგზავნით ნაშრომს, მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი.
- ნაშრომს თან უნდა ეხლდეს თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად;
გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და გავრცელდება როგორც სოციალურ მედიაში, ასევე, პროექტით დაგეგმილ რეგიონულ საინფორმაციო სახის შეხვედრებზე.
ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, არ იქნას შერჩეული გამარჯვებული/ები, თუ ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს.
ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 10 თებერვალი. ნაშრომები ატვირთეთ ბმულზე.