სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

დასაქმება

„ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანტურ ადგილს ბუღალტერიის დეპარტამენტში, სტაჟიორის პოზიციაზე.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სამუშაო განაკვეთი: სრული (ლექციებზე ხელშეწყობით)

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობა
  • rs.ge – ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა;
  • საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
  • ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

  • ეკონომიკური/ფინანსური განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა.
  • ინგლისური, ან რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] 2020 წლის 24 იანვრამდე. წერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები