თუ ხარ სტუდენტი და გაინტერესებს აუდიტორიისთვის ინფორმაციის განსხვავებულად, კრეატიულად მიწოდება, მაშინ ეს კონკურსი შენთვის არის:
კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise აცხადებს სტუდენტურ კონკურსს მონაცემთა ვიზუალიზაციაში.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსის მოთხოვნები:
კონკურსანტმა Gnomon Wise-ის ანალიტიკურ და პოლიტიკის დოკუმენტებზე უნდა გამოიყენოს მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკები და დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია ფართო აუდიტორიისთვის ვიზუალურად საინტერესო და აღქმად პროდუქტად გადააქციოს.
Gnomon Wise-ის შემუშავებული ორი დოკუმენტიდან:
- “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ანალიზი”;
- “საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA) – შედეგები და მიზეზები”.
კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი და მონაცემთა ვიზუალიზაციის გზით, გადმოსცეს დოკუმენტის მთავარი სათქმელი.
- საკონკურსო ნამუშევარი შეიძლება იყოს პოსტერი, ინფოგრაფიკა, გიფოგრაფიკა, ვიდეო, ანიმაცია და ა.შ. (მონაცემთა ვიზუალიზაციის ნებისმიერი პროდუქტ(ებ)ი, ავტორის გემოვნების მიხედვით. მთავარი პირობაა, რომ ნამუშევარი წარმოაჩენდეს შერჩეული დოკუმენტის შინაარსს).
- პროდუქტი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
- ერთ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს რამდენიმე მასალა.
- კონკურსისთვის მომზადებული მასალა უნდა ეკუთვნოდეს უშუალოდ მონაწილეს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, მონაწილე კონკურსიდან მოიხსნება.
- არ მიიღება უკვე გამოქვეყნებული ნამუშევარი.
- Gnomon Wise არ გამოიყენებს იმ პროდუქტს, რომელიც ვერ მოხვდება საპრიზო ადგილზე. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდგომ, ავტორს ექნება უფლება სურვილისამებრ გამოიყენოს ნამუშევარი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს.
პრიზები:
I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი – 300 ლარი
საპრიზო ადგილის მქონე ნამუშევარი გამოქვეყნდება Gnomon Wise-ის ვებ (gnomonwise.org) და სოციალურ გვერდებზე (fb.com/gnomonwise).
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევარი გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ: “კონკურსი მონაცემთა ვიზუალიზაციაში”. მასალას თან უნდა ერთვოდეს მონაწილის მცირე რეზიუმე (საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი/კოლეჯი, მიმართულება, საქმიანობა).
Gnomon Wise იტოვებს უფლებას, შესაბამისი ნამუშევრების ვერ მიღების შემთხვევაში, არ შეარჩიოს არც ერთი მათგანი.
ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
[email protected]
ტელ: +995 322 55 22 22 (325)
მობ: +995 555 92 05 49
ელ-ფოსტა: [email protected]
სოციალური ქსელი: fb.com/gnomonwise