1. „ევექსის კლინიკები“ აცხადებს ღამის ცვლის სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიაში შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა
პაციენტების მომსახურების ორგანიზება
მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტის შესახებ
ზარების პროგრამული აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა უმაღლესი განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია განათლება სამედიცინო მიმართულებით);
სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
გამართული მეტყველება;
კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 დეკემბერი 2019 წ.
შპს ATA Partners-ი საგადასახადო საკონსულტაციო, აუდიტორულ და საბუღალტრო მომსახურებას უწევს კერძო და საჯარო კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ საშუალო და მსხვილი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.
2. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის თანამდებობაზე საბუღალტრო დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
ხელმძღანელის მიერ მიცემული მისი პოზიციის შესაბამისი დავალების შესრულება;
მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციების შეტანა საბუღალტრო პროგრამაში გაწერილი სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად
ინტერნეტ ბანკთან მუშაობა
დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება ხელმძღანელის მეთვალყურეობით;
განაცემთა დეკლარაციისათვის მონაცემების მომზადება.;
საკვალიფიკაციო მოთხვოვნები:
ბაკალავრი, ან დამამთავრებელი 3-4 კურსის სტუდენტი (სასურველია პროფილის შესაბამისი-ბუღალტერია/ აუდიტი/ ფინანსები);
ACCA-ში სწავლა პრიორიტეტია
საოფისე პროგრამები, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა სასურველია საბაზისო დონეზე,
ინგლისური ენისა ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
სასურველია რუსული ენის მინიმალური ცოდნა;
ანაზღაურება: 300 ლარი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე. სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კომპანია კანდიდატებს შესთავაზებს შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი 10 დან 7 საათამდე.
შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად:
1 ეტაპი: ტესტირება
2 ეტაპი: გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 1-ლი იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟიორი“.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
3. კომპანია WST Tbilisi აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების თავაზიანად და ღიმილით მიღება, მათთან კომუნიკაციის დამყარება.
- კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და რეალიზაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
- დამაჯერებლად, თავაზიანად და გამართულად საუბარი. დეტალურად აღწერა თითოეული სერვისისა, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს.
- გაყიდვებისა და სხვა ტრანზაქციების აღრიცხვიანობის წარმოება.
- კომპანიის კუთვნილ პროგრამასთან მუშაობა.
- დღის გახსნისა და დახურვის ჩაბარება საოპერაციო მენეჯერთან.
- ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება.
სასურველი ცოდნა და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები)
- განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- აუცილებელია რუსული, ინგლისური და ქართული ენების ფლობა სალაპარაკო დონეზე
- სასურველია გამოცდილება ტურისტულ სფეროში
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
- სწორი გამართული მეტყველება
- გუნდური მუშაობის უნარი
- დადებითი მიდგომა, კლიენტზე ორიეტირებული, სასიამოვნო და მომღიმარი
- შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება
- ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი
- ანალიტიკური აზროვნება
- აკურატული და სუფთა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 26 დეკემბრამდე და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.