ზუკა ვაშალომიძე და ლუკა ლომსაძე ინტელექტუალური სატელევიზიო თამაშის “უპასუხე საქართველოს” გამარჯვებულები გახდნენ. ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საინტერესო და დაძაბული თამაშის ფონზე ღირსეულად მოიგეს 24 000 ლარი.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ორივე მათგანმა თბილისის 50-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მათ არა მხოლოდ ერთად გატარებული წლები აკავშირებთ, არამედ საერთო ინტერესებიც. ორივეს ძალიან უყვარს ინტელექტუალური თამაშები. ამ სიყვარულმა კი მათ საკმაოდ სოლიდური თანხა მოაგებინა.
ამჯერად ლუკა ლომსაძე თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, ზუკა ვაშალომიძე კი კომპიუტერულ მეცნიერებებს ეუფლება სან-დიეგოს უნივერსიტეტში, სადაც აბსოლუტური დაფინანსებით ჩაირიცხა.