ინდოეთში, კარნატაკას შტატში, ერთ-ერთ სკოლაში სტუდენტებს გამოცდის წერისას თავზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, ყუთების წინა მხარე ამოჭრილი იყო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევდნენ დაენახათ თავიანთი მაგიდები და საგამოცდო ფურცლები, მაგრამ ისინი ვერ ხედავდნენ სხვების ნაშრომებს, შესაბამისად, ისინი გამოცდას ვერავისგან გადაიწერდნენ.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
გამოცდაზე გადაღებული ფოტო ერთ-ერთმა დამკვირვებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რაც მედიაგამომცემლებმა მალევე აიტაცეს.
აღნიშნულ ქმედებას კარნატაკას შტატის განათლების მინისტრიც გამოეხმაურა და სკოლის პრაქტიკას მიუღებელი უწოდა.
მომხდარის შემდეგ სკოლამ საჯაროდ ბოდიში მოიხადა და ფაქტი ექსპერიმენტულ მიდგომად შეაფასა.