ტურისტული კომპანია „რუსტარ ონლაინი“ აცხადებს ვაკანსიას „ინვოისების მენეჯერის“ პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
მოვალეობები:
კომპანიის პროგრამაში მუშაობა;
პროგრამაში ინვოისის შექმნა და დამუშავება;
კომუნიკაცია უცხოელ დებიტორებთან და კრედიტორებთან;
სხვა დამატებითი მოვალეობები საჭიროებიდან გამომდინარე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკური/ფინანსური განხრით);
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS. Office)
პიროვნული მახასიათებლები:
ორგანიზებულობა.
დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ლოგიკური/ანალიტიკური აზროვნება;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სიახლეებთან მარტივად ადაპტაციის უნარი.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი – სრული ან ნახევარი განაკვეთი (ჯამში თვეში 16 სამუშაო დღე)
ანაზღაურება – 500 – 700 ლარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected] ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2019წ.