იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ეროვნულ შეჯიბრს აცხადებს

კატეგორიის გარეშე

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:
– იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები:

  • შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ორი წევრისგან შემდგარ გუნდს;
  • გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციის ფორმით 2019 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

განაცხადების მიიღება იწარმოებს 8 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 25 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილე გუნდმა ელექტრონულ მეილზე უნდა გამოაგზავნოს:

  • ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა;
  • შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანირებული);
    ან მატერიალური ფორმით წარმოადგინოს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ოფისში ქვემოთ მითითებულ მისამართზე.საბუთები მიიღება 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით – ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით (შაბათ – კვირას საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად)
    განაცხადის ფორმა და შეჯიბრის წესები იხილეთ თანდართულ ფაილებში.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმრთეთ საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

თბილისის ოფისი:ჯ. კახიძის ქ. # 15
ტელ: +995 32 2936101 / 2952353 (137), მობ: 595 96 19 00
ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]
საკონტაქტო პირი : მარიამ აბულაძე /ნინო ბაღაშვილი

ქუთაისის ფილიალი:მ. კოსტავას ქ. #11
ტელ: +995 431 241192
ელ-ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირი: ხათუნა ტურაბელიძე

აჭარის ფილიალი:
ბათუმი, გორგასლის ქ. # 89
ტელ: +995 422 276668
ელ-ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირი: ანა მდინარაძე

ზუგდიდის ოფისი:
ლაღიძის ქ. #3
ტელ: +995 415 227770
ელ-ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირი: ინეზა შენგელია

გორის ოფისი
სტალინის ქ. #19
ტელ: +995 370 279842
ელ-ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირი: მაია გრძელიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები