გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა. ესმა გუმბერიძემ ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართვის აუცილებლობაზე.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი ადამიანებისა და ბარიერების იდენტიფიცირება და პირველ რიგში, მათი ხმის გაგონება.
საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა, ასევე, ხაზგასმით ისაუბრა იმ სირთულეებზე, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები აწყდებიან კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში.
წყარო: 1tv