ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია (Association for Farmers Rights Defense – AFRD) იწყებს შესარჩევ კონკურსს სტუდენტებისა და ახალგაზრდა ფერმერებისთვის ანაზღაურებად სამუშაო-სასწავლო სტაჟირებაზე მინესოტას უნივერსიტეტში (ამერიკის შეერთებული შტატები), 2020 – 2021 წლებისთვის.
პროგრამა ხორციელდება მინესოტას უნივერსიტეტის თანადაფინანსების პირობებით.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პროგრამა მოიცავს 8 – 12 თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას ამერიკულ ფერმერულ მეურნეობაში, ხოლო შემდეგ – მინესოტას უნივერსიტეტში სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში, რის შემდეგაც სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს. ანაზღაურება საათში 10-12 დოლარი.
უნივერსიტეტში სწავლისას შესაძლებელია პარალელურად მუშაობის შეთავსება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 19-31 წლამდე ასაკის დასაოჯახებელ ახალგაზრდებს. უპირატესობა მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დარგებში გამოცდილების მქონე სტუდენტებსა და ახალგაზრდა ფერმერებს. სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა და სასურველია მართვის მოწმობის ფლობა.
სამუშაო-სასწავლო სტაჟირებისათვის სოფლის მეურნეობის დარგებია:
- სასათბურე მეურნეობა
- მებოსტნეობა-მებაღეობა
- დეკორატიული მეყვავილეობა
- მეხილეობა
- მეფუტკრეობა
- მევენახეობა-მეღვინეობა
- მეცხოველეობა (მეძროხეობა, მეღორეობა, მეცხენეობა)
- მემარცვლეობა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი ქართულად და ინგლისურად, ელ.ფოსტაზე: [email protected].
კონკურსში მონაწილეთა შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება.
საკონტაქტო პირი: ნანა ფიროსმანაშვილი, მობ: 551 139 477