2019 წლის 3 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” ა(ა)იპ “საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან” თანამშრომლოით ატარებს სკაუტურ ბანაკს “თავგადასავალი 2019”.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლია 11-25 წლის ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქეს.
მონაწილეთა რაოდენობა: 400
მონაწილეთა ასაკი: 11-25
ლოკაცია: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი წყემი
ბანაკის განმავლობაში მონაწილეები განთავსდებიან 2-3-კაციან კარვებში და დაურიგდებათ საძილე ტომრები და პარალონები. ბანაკის მიმდინარეობის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო, სპორტულ, სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებში.
ბანაკისთვის საჭირო ნივთების სია იხილეთ თანდართული ლინკის სახით.
ბანაკის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- ლიდერობა;
 - გუნდის მშენებლობა;
 - პირველადი დახმარება;
 - თვითგადარჩენა ბუნებაში;
 - პიონერინგი (კონსტრუქციები);
 - ინკლუზია;
 - გარემოს დაცვა;
 - არქეოლოგია;
 - კულინარია ბუნების პირობებში;
 - ორიენტირება.
 
სავალდებულო დოკუმენტაცია:
- დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი;
 - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ (ფორმა 100);
 - არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში – მშობლის/მეურვის თანხმობა
 
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 აგვისტო
ბანაკში მონაწილეობა არის უფასო.
მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველყონ საბანაკე ტერიტორიამდე მისვლა.
არასრულად შევსებული აპლიკაცია არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ანა თედიაშვილი – ტელ.: 599 06 20 88

                                    


