ვაკანსიები დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

აქტუალური

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს სამეურვეო სამსახურის დამხმარის ვაკანსიას.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა, ან 8-საათიანი 5 სამუშაო დღე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონული ჰოსპიტალი (ქავთარაძის 23), ან ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი (ლუბლიანას 21)

ძირითადი მოვალეობები:

სამედიცინო დაწესებულების ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება, შესაბამისი დავალებების გადანაწილება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
შენობა-ნაგებობაში არსებული დაზიანებული ინვენტარის აღდგენა-შეკეთება;
სამეურნეო და ტექნიკური კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
ელექტრო მეურნეობის მომსახურება
სანტექნიკური სამუშაოების წარმოება
ჟანგბადის მიწოდების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
საქვაბე სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
ტექნიკური მარაგების წარმოება და ხარჯვის კონტროლი.

მოთხოვნები:

სასურველია ტექნიკური პროფესიული განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სხარტად აზროვნების უნარი;
წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22 აგვისტო, 2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

შემომყვანი ტურისტული სააგენტო „მიმინო კავკასიაში“ ეძებს კანდიდატს ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ძირითადიფუნქცია-მოვალეობები:

ტურისტულ პაკეტებში შემავალი მომსახურებების კალკულაციების წარმოება;
დაგეგმილი და რეალური ფინანსური სურათის შედარება;
შიდა კონტროლის პროცესებისა და სახაზინო ოპერაციების განხორციელება;
ინვოისების შედარება, კონტროლი და ბიუჯეტის ფაილში ასახვა;
ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

სასურველია უმაღლესი განათლება; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით, ასევე პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დელიკატური, ორგანიზებული, მობილიზებული;
დეტალებზე ორიენტირებული;

რას გთავაზობთ ჩვენ:

ანაზღაურება მოლაპარაკებადია – გამოცდილების, უნარებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
საკომუნიკაციო ხარჯები – ულიმიტო;
სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
პროფესიული ზრდა – პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;
სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

განცხადების განთავსების ბოლო ვადაა 2019 წლის 6 სექტემბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები