მრავალფეროვნების საერთაშორისო სკოლა სტუდენტებისთვის სრული დაფინანსებით

ივენთი

“სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი” (CCIIR) აგრძელებს განაცხადების მიღებას სტუდენტებისთვის მრავალფეროვნების საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად!

სკოლა ორგანიზებულია ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის “მრავლფეროვნებისათვის მომზადება და ტოლერანტობის გაძლიერება საქართველოს ახალგაზრდებში” ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლა ორიენტირებულია აქტიური სტუდენტების იდენტიფიცირებასა და მრავალფეროვნების მიმართ მათი მგრძნობელობის გაძლიერებაზე. ეს ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების შეცვლას და მოამზადებს მათ თანატოლებთან ისეთ თემებზე სამუშაოდ როგორებიცაა: თანასწორობა, მრავალფეროვნების პატივისცემა და ინტეგრაცია.

მრავალფეროვნების სკოლა 7-დღიანია და ჩატარდება ა.წ. შემოდგომაზე, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში.

☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ტრანსპორტირება, სკოლის პერიოდში ცხოვრება და მრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებული ლექციები და პრაქტიკული მუშაობა სრულად არის დაფინანსებული დონორის მიერ.

მრავალფეროვნების სკოლაში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  •  უნდა იყვნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები
  • ჰქონდეთ კარგად ჩამოყალიბებული ხედვა მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის პოლიტიკის გავლენის შესახებ საქართველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე;
  • გააჩნდეთ ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად განვითარებული საკომუნიკაციო უნარები;
  • იცნობდნენ და იზიარებდნენ გუნდური მუშაობის პრინციპებს;
  • ორიენტირებულნი და დაინტერესებულნი იყვნენ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში;
  • აინტერესებდეთ კონფლიქტის მხარეებს შორის მრავალფეროვნების პრინციპებზე აგებული ნდობის ჩამოყალიბების საკითხები;
  • მზად იყვნენ თანატოლებთან, კოლეგებთან და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან იმავე საკითხებზე მუშაობისა და კონსულტაციებისათვის.
  • კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე საჭიროა CV-ს და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა, მეორე ეტაპი კი მოიცავს პირისპირ გასაუბრებას კანდიდატთან.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი 5 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]

მათ კი ვინც უკვე გამოაგზავნა თავისი აპლიკაცია, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ხელახლა გამოაგზავნოთ იგივე აპლიკაცია! [email protected]

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: “მრავალფეროვნების სკოლა – სახელი, გვარი”!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები