აუტისტი სტუდენტის პატივსაცემად გამოსაშვები საღამო სრულ სიჩუმეში ჩატარდა (ვიდეო)

ვიდეო

ამერიკის ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში, სტუდენტის გამო, რომელსაც აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს, გამოსაშვები საღამო სრულ სიჩუმეში ჩატარდა.

ჯეკ ჰიგინსი კარმელის უმაღლესი სკოლაში სწავლობდა. აუტიზმის მძიმე ფორმის გამო, მისთვის მცირეოდენი ხმაურიც კი ძნელი ასატანია. ვინაიდან გამოსაშვები საღამო ხმაურთან და უამრავ ადამიანთან არის დაკავშირები, ჯეკის მშობლები განიცდიდნენ რომ მათ შვილს ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის გამოტოვება მოუწევდა.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

მიუხედავად ამისა, მშობლების ოცნება ახდა. სასწავლებლის ხელმძღვანელობამ გამოსაშვებ საღამოზე დამსწრე საზოგადოებას ეს ყველაფერი აუხსნა და საღამოზე, რომელსაც დაახლოებით 2000 ადამიანი ესწრებოდა, ჯეკისთვის დარბაზში შემოსვლის დროს სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. ასე მისცეს მათ საშუალება ჯეკს მშვიდად აეღო დიპლომი და მისი მშობლების ოცნებაც ახდენილიყო.

იხილეთ ვიდეო:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები