თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს კონკურსს ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.
სტაჟირების პერიოდი: 16 სექტემბერი, 2019 – 30 ნოემბერი, 2019 (1.5 თვე)
სამუშაო პერიოდი: 1 დეკემბერი, 2019 – 31 მაისი, 2020 (6 თვე)
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
საქმიანობის აღწერა:
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ბუღალტრის ასისტენტი დაეხმარება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფინანსურ მენეჯერს ორგანიზაციის ფინანსური რესურსების მართვაში და ბუღალტრულ აღრიცხვაში:
- საპროექტო განაცხადების ბიუჯეტის შედგენა და განხილვა;
- უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოების დროში გაწერა;
- პროექტის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი დანახარჯების კონტროლი;
- პროექტის ფარგლებში დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებით შესყიდულ საქონელზე/მომსახურეობაზე გამოწერილი დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურში წარდგენა შესაბამისი ფორმით;
- დონორისათვის ორგანიზაციის ყველა საჭირო ფინანსური ინფორმაციის წარდგენა;
- ყველა ტიპის კონტრაქტის მომზადება, შეთანხმება სახლის კოორდინატორთან, წარდგენა გამგეობის თავმჯდომარესთან შემდგომში დამოწმების მიზნით;
- ინვოისების საფუძველზე გადახდების/გადარიცხვების წარმოება;
- შესყიდვების პროცედურის დაგეგმვა და ორგანიზაციის შიდა პროცედურით განსაზღვრული წესებით მისი აღსრულება;
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში – ORIS Accounting;
- დონორის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
- ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების მართვა და კონტროლი/შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან (მინიმუმ კვირაში ერთხელ);
- საგადასახადო ორგანოებთან დროული და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/მიღება (დეკლარაციები, განცხადებები, დღგ-ს დაბრუნება, ელ. ფაქტურბი/ზედნადებები);
- სალაროს ოპერაციების წარმოება და ნაშთების კონტროლი/შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან (მინიმუმ კვირაში ერთხელ);
- ფინანსური დოკუმენტების შენახვა და კონტროლი (კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადებში);
- პროექტის ფარგლებში შეძენილი საქონლის/მომსახურეობის ყველა ფინანსური დოკუმენტის სისწორის შემოწმება, თავმოყრა, დახარისხება და შენახვა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ:
- პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- რეზიუმე (CV) (გთხოვთ, მიუთითოთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია);
- სამოტივაციო წერილი.
მოთხოვნილი კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
- შესაბამისი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი)
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი)
- რუსული ენის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა
გთხოვთ, წარმოადგინოთ ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია ქართულ ენაზე არაუგვიანეს 2019 წლის 21 ივლისის 18:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ ელ-ფოსტის საგნის გრაფაში შესაბამისი პოზიცია: “ბუღალტრის ასისტენტი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრული საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად იდენტიფიცირებულ კანდიდატებთან.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კომპანია “საკონსულტაციო კომპანია აი დი ქონსალთინგ”-ი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში.
მოვალეობები:
- ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
- ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება.
- სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით; (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
- საოფისე პროგრამების, Excel, Word და Powerpoint-ის ცოდნა;
- ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- საბუღალტრო პროგრამის, Oris ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- შრომისმოყვარე და მიზანდასხული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან წამებულის ქუჩა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: [email protected] 2019 წლის 21 ივლისის ჩათვლით.