5-6 ივლისს თბილისში სინათლის ფესტივალი გაიმართება

ივენთი

ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება

ფესტივალისთვის ბაღი გაფორმდება სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით. ასევე თქვენ გელით Light Show.

5 და 6 ივლისს თბილისის პირველ სინათლის ფესტივალს მუსიკალურად Infest გააფორმებს. მისი მოსმენის შესაძლებლობა 19:00 საათიდან 21:00 საათამდე გექნებათ, 21:00 საათზე კი დაიწყება ძირითადი წარმოდგენა – Light Show, Infest შემოგთავაზებთ ambient/dub მიმდინარეობას.

სინათლის ფესტივალი 5 – 6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე გაიმართება.

 ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ბილეთის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლისას ბოტანიკური ბაღის სალაროში.

ბილეთების ონლაინ შესაძენად გადადით მითითებულ ლინკზე.

ბოტანიკური ბაღის შესასვლელი ანტისაოკუპაციო თემატიკით გაფორმდება.

ბილეთის ფასი:  18 წლის ზევით- 8 ლარი, 18 წლამდე- 5 ლარი. უფასოა- 6 წლამდე ბავშებისთვის, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის

ბილეთის ფასში შედის ბაღში შემოსვლისა და ფესტივალზე დასწრების საფასური

პროექტის ავტორია „ბოქს მედია გრუპი“. ორგანიზატორები არიან – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და ”ბოქს მედია გრუპი”. მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები