კამპანია #spendyoursummeringeorgia – თსუ სტუდენტის მარი ჯობავას დაწერილ ფეისბუქ პოსტით დაწყებულ კამპანიას 5 დღეში უკვე 200 ათასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღნიშნული კამპანიის ავტორები თსუ სტუდენტები (თსუ-შპაიერის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა “საჯარო მმართველობა”): მარი ჯობავა, მარიამ გუჯაბიძე, ნინი ნოღაშვილი, ქეთა გოლეთიანი და ნინი მჭედლიშვილი არიან.
სტუდენტების იდეის გარშემო უამრავი მოხალისე გაერთიანდა, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ისინი ტურისტების მოსაზიდად ინიციატორებს დახმარების სხვადასხვა იდეებსა და გზებს სთავაზობენ.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
ტურისტების დიდ ნაწილს სწორედ აღნიშნულმა კამპანიამ გადააწყვეტინა საქართველოში ზაფხულის გატარება. ინიციატივას ყველაზე დიდი გამოხმაურება გერმანიიდან,აშშ-დან და უკრაინიდან მოჰყვა.
სტუდენტები სამომავლოდ კამპანიის საინფორმაციო ხასიათის ინიციატივებით დატვირთვას გეგმავენ.
#spendyoursummeringeorgia კამპანიის მიზანი კი უცვლელია: გააგებინონ მსოფლიოს, რომ კავკასიაში არსებობს პატარა ქვეყანა უძველესი ისტორიითა და დიდი ტურისტული პოტენციალით – საქართველო.
კამპანიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ