გრიგოლ რობაქიძისა და ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტები, პარტნიორობის ფარგლებში ახორციელებენ ერთობლივ პროექტს – საზაფხულო სკოლა „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები“.
საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და საჯარო მოხელეებს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები ჩატარდება 2019 წლის 5 -10 აგვისტოს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქ. ბათუმი.
საზაფხულო სკოლის მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზატორების მიერ. მონაწილეები განთავსდებიან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტურ კამპუსში.
საზაფხულო სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ ქართველი და გერმანელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საზაფხულო სკოლის მხარდამჭერები არიან: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებული კანდიდატი:
- უნდა იყოს სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სტუდენტი, კურსდამთავრებული ან საჯარო მოხელე;.
- თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (მინიმუმ B 2 დონეზე);
დაინტერესებულ პირებმა არაუგვიანეს 28 ივნისისა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე (არა უმეტეს 250 სიტყვისა)
ელ.ფოსტაზე: [email protected]
შერჩეული კანდიდატებს უნივერსიტეტი დაუკავშირდება არაუგვიანეს 12 ივლისისა.