სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი” აცხადებს სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით.
ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ორგანიზაცია მდებარეობს თბილისში, თუმცა სტაჟიორები შეირჩევიან ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, სამცხე-ჯავახეთის, ქართლის და კახეთის რეგიონებიდან.
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებს სტაჟირებას შემდეგი მიმართულებით:
1. სამოქალაქო ინჟინერი
მოთხოვნები:
- სამოქალაქო საინჟინრო მიმართულების მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
- სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ანალიტიკურად აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაოს აღწერა:
მშენებლობის ზედამხედველ ინჟინერთან ერთად სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა;
სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობაში მონაწილეობის მიღება – რაც გულისხმობს მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლს, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასებას.
2. არქიტექტორი
მოთხოვნები:
- არქიტექტურის მიმართულების მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
- სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ანალიტიკურად აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაოს აღწერა:
მშენებლობის ზედამხედველ ინჟინერთან ერთად სამშენებლო დოკუმენტაციის, არქიტექტურული ნახაზების შესწავლა;
სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობაში მონაწილეობის მიღება – რაც გულისხმობს მიმდინარე სამუშაოების ხარისხის და პროექტთან შესაბამისობის კონტროლს.
3. რესტავრაციის სპეციალისტი
მოთხოვნები:
- აღნიშნული მიმართულების მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
- სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ანალიტიკურად აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაოს აღწერა:
მშენებლობის ზედამხედველ ინჟინერთან ერთად სამშენებლო დოკუმენტაციის, არქიტექტურული ნახაზების შესწავლა;
სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობაში მონაწილეობის მიღება – რაც გულისხმობს მიმდინარე სამუშაოების ხარისხის და პროექტთან შესაბამისობის კონტროლს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამივე მიმართულებით სტაჟირება გულისხმობს საველე სამუშაოებს, და არა – საოფისე სამუშაოს.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე – [email protected] და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება” და კონკრეტული მიმართულება, რა მიმართულებითაც გსურთ სტაჟირების გავლა.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.