სტუდენტები საგრანტო კონკურსის თარიღის გადაწევას ითხოვენ

აქტუალური

2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილე სტუდენტები გამოცდის თარიღს აპროტესტებენ. დღეს გამოქვეყნებული გამოცდების განრიგის მიხედვით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. სტუდენტების თქმით კი ამ დროს უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები ჯერ დასრულებული არ იქნება, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უნივერსიტეტის და საგრანტო გამოცდის დროები ერთმანეთს დაემთხვას.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

გამოცდის თარიღის ვადის შეცვლის მოთხოვნით, სტუდენტებმა მანიფესტიც გამოაქვეყნეს, რომელსაც ამ მომენტში 200-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს.

“მოგეხსენებათ, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტების საგრანტო გამოცდის დღედ დაასახელა 5 ივლისი. იქიდან გამომდინარე, რომ ივლისის დასაწყისში სტუდენტების უმეტესობას არ აქვს სემესტრი და უნივერსიტეტის ფინალური გამოცდები დასრულებული, მივმართავ განათლების სამინისტროსა და ასევე გამოცდების ეროვნულ ცენტრს თხოვნით, გადაწიონ სტუდენტების საგრანტო კონკურსი და დაუბრუნონ წინა წლებში არჩეულ თარიღს”, – აღნიშნულია სტუდენტების მიერ შექმნილ მანიფესტში.

2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები