საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო “ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის”, “USAID”-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობითა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
2019 წლის საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა:
- კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში;
- ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტები;
- ფარული მიყურადება და ადამიანის უფლებები;
- ინტერნეტის რეგულირება და ადამიანის უფლებები.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები ჩატარდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქ. ბათუმში. საზაფხულო სკოლის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და განთავსდებიან სასტუმროში “პიაცა ბუტიკი ბათუმი”.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. უცხოელი ლექტორების მონაწილეობით ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან:
- პიტერ პაჩოლაი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე და ვენეციის კომისიის საპატიო პრეზიდენტი;
- ლადო ჭანტურია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე;
- რიჩარდ ვოგლერი სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი;
- ნორა ნი ლოიდეანი, ლონდონის უნივერსიტეტის სამართლის გაძლიერებული სწავლების ინსტიტუტის (IALS) საინფორმაციო სამართლისა და პოლიტიკური ცენტრის დირექტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთ) პროფესორი;
- ჯეისონ დესანტო, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი;
- თამარ ქალდანი, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორი;
- დავით გაბეხაძე, მოწვეული ექსპერტი;
- თეიმურაზ ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.
სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებული კანდიდატი:
- უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 250 სიტყვა) არა უგვიანეს 24 ივნისის 18:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას (ინგლისურ ენასა და სამართალში) და გასაუბრებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #16/18,
სასამართლოს აპარატის შენობა
ტელ: +995 (422 276164)
მობ: +995 (599 921 479)
ელ. ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირი: ნათია ვასაძე