სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია” აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის სტაჟიორის პოზიციაზე, PR – ის მიმართულებით.
მოთხოვნები:
- ჟურნალისტიკის, PR-ის, ან მარკეტინგის ფაკულტეტის მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი, ან უმაღლესი განათლების მქონე პირი;
- საოფისე ტექნიკისა და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- სამოყვარულო გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photo and Video Editing).
აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რუტინული სამუშაოს შესრულების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა-რედაქტირება და ასოციაციის საკომუნიკაციო არხებით გავრცელება.
- ასოციაციის სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში ჩართვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათალი:
- რეზიუმე ქართულ ენაზე (ფოტოსურათი არ გვჭირდება <3).
- სტუდენტობის, ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
- სამოტივაციო წერილი – მოგვწერეთ ისე, როგორც მეგობრებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 9 ივნისი.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
განცხადებების გადარჩევა რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე და გასაუბრება
დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი (დაზიპული ფაილის სახით და სახელის და გვარის მითითებით) ელ-მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის PR სტაჟიორი”.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სსიპ – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCA – Georgia) აცხადებს სტაჟირებას ნახევარ განაკვეთზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
ფუნქციები
სტაჟიორი მთავრობასთან, ბიზნესებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) დირექტორის/გუნდის უშუალო დაქვემდებარებაში იმუშავებს.
სტაჟიორის ძირითადი ვალდებულებებია PR გუნდის დახმარება შემდეგი მოვალეობებისა და ამოცანების შესრულებაში:
- დაეხმაროს PR გუნდს სამიზნე მხარეებთან კომუნიკაციაში, დროული ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებაში;
- დაეხმაროს PR გუნდს ღონისძიებების, პრეს–კონფერენციების და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების ორგანიზებასა და კოორდინირებაში;
- დაეხმაროს PR გუნდს ფონდის პუბლიკაციების შექმნის პროცესში;
- უზრუნველყოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ვებ გვერდის და სოციალური მედიის არხების განვითარება – მხარდაჭერა; უზრუნველყოს, რომ ვებ გვერდი შეიცავდეს ყველა განახლებულ ინფორმაციას;
- დაეხმაროს საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განხორციელებაში, პროექტის აქტივობების კოორდინაციაში;
- განახორციელოს სხვა მოვალეობები PR დირექტორის დავალებით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2 ივნისი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.