იაპონიის მთავრობამ 2020 წლისათვის გამოყო სტიპენდიები იაპონიის უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და მკვლევარის პროგრამებზე სასწავლებლად.
იაპონიის საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 ივნისი.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ განთავსებულია ლინკზე.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
აღნიშნულ სტიპენდიებთან დაკავშირებით იაპონიის საელჩოში კონსულტაციები 22 მაისს 11 საათზე გაიმართება. კონსულტაციაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა აუცილებელია. რეგისტრაციისთვის თქვენი სახელი, გვარი და ასაკი უნდა გაგზავნოთ მეილზე [email protected] და კონსულტაციაზე თან იქონიოთ პირადობის მოწმობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ საელჩოს კულტურის განყოფილებას ([email protected]).