Facebook-ის ინტერფეისი იცვლება

აქტუალური

Facebook-ის განცხადებით, სოციალური ქსელის დიზაინი შეიცვლება. დიზაინის ცვლილებასთან ერთად კომპანია განახლებებს გეგმავს Messenger-სა და WhatsApp-ში. ამის შესახებ ცნობილი F8 კონფერენციაზე გახდა, სიახლეები მარკ ცუკერბერგმა წარადგინა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ცუკერბერგის თქმით, მეგობრებთან სასაუბროდ ახალი საშუალებებიც გამოჩნდება. Facebook-ის განახლების შემდეგ ადვილი იქნება ჯგუფებისა და სხვა ახალი ფუნქციების მოძიება ქსელში.

მნიშვნელოვანი განახლება შეეხება სოციალური ქსელის მთავარ გვერდს, ე.წ. Home Page-ი რომელიც კომპიუტერის ეკრანზე ჩანს სრულად შეიცვლება. ასევე მარკ ცუკერბერგის თქმით, აპლიკაცია ლურჯი ფერის აღარ იქნება. ეს სიახლე ქსელში შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება.

ასევე შეიცვლება სოციალური ქსელის ლოგო და ის “უფრო ცოცხალი და თანამედროვე” გახდება. ცვლილებების მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯგუფებს, რომლითაც კომპანიის განცხადებით, მომხმარებლები ინფორმაციას იღებენ.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები