ვაკანსიები სტუდენტებისთვის ფინანსისტის პოზიციაზე

დასაქმება

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი”  აცხადებს ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტის  ვაკანსიას თბილისში.

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური აღრიცხვის წარმოება და ანალიტიკა;
  • კომპანიის ფულადი გადარიცხვების მართვა;
  • თანამშრომლების ხელფასების კალკულაცია.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (პრიორიტეტულია ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსური მიმართულებით);
  • აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა.პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს დროში განაწილებისა და ვადაში შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2019 წ.დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს.

 ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

კლინიკა “ჯერარსი” აცხადებს კონკურსს ფინანსური დირექტორის თანაშემწე ანალიტიკოსი პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური დირექტორისთვის ფინანსური უწყისებისა და სხვა (მოთხოვნილი) ინფორმაციის მიწოდება
  • მოთხოვნილი ფინანსური საქმიანობის ანალიზი და რეპორტინგი
  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გაანალიზება და შესაბამისი/საჭირო ინფორმაციის მომზადება
  • სააღრიცხვო პროგრამის (1-C) განვითარება;
  • 1-C პროგრამაში რეპორტინგის კონტროლი
  • ბანკებთან კომუნიკაცია
  • ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება/მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნეს ადმინისტრირება; ფინანსები; აუდიტი)
  • 1-C პროგრამის ცოდნა
  • Excel-ის საოფისე პროგრამის მაღალ დონეზე ფლობა
  • ინგლისური და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected]

გთხოვთ, რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ ქართულ ენაზე და შინაარსის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები