თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის გადამზადების პროგრამას იწყებს. „ისწავლე და დასაქმდი“ ასე ჰქვია სამთვიან პროგრამას, რომელიც ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შარშან პროგრამაში 1000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო და მათგან 80% დასაქმდა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან 7 მაისის ჩათვლით მერიის ვებგვერდზე შეეძლებათ.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმება და სამუშაო ადგილებია. შარშან დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. ეს არის ხელშეწყობა ახალგაზრდების მიმართ პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით. გვაქვს სრული ინფორმაცია, რაზეც ბიზნესის მხრიდან არის მოთხოვნა და სად სჭირდება კვალიფიციური კადრები. წელსაც ვიწყებთ ამ პროექტს, რათა ახალგაზრდები გადამზადნენ და მიეცეთ საშუალება სხვადასხვა კერძო, თუ საჯარო სექტორში დასაქმდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სპეციალობები და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.