თბილისის წიგნის ფესტივალი 30 მაისს გაიხსნება

ივენთი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი ტრადიციულად, “ექსპო ჯორჯიაში”, მე-11 და მე-6 პავილიონებში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები Facebook-ზე ავრცელებენ.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

მათივე ცნობით, მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები. ხოლო, მე-6 პავილიონი გასული წლის მსგავსად უმასპინძლებს პატარა მკითხველს და წარმოდგენილი იქნებიან საბავშვო გამომცემლობები და ორგანიზაციები.

ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობენ ქართველი და უცხოური გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები