აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის. პროგრამის მიზანია სტუდენტებს მიეცეთ ამერიკულ გარემოში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობაა.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ის იძლევა დიდ გამოცდილებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
ვის შეუძლია მიმართოს?
სტაჟირების გავლა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტს.
როგორ მივიღოთ განაცხადი?
სტაჟირებით დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნონს საელჩოს HR ოფისის ელ.ფოსტაზე [email protected] შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა სტაჟირებაზე (სასურველია ინგლისურად);
- სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურად);
- აკადემიური სწავლებების (საგნების) ჩამონათვალი (სასურველია ინგლისურად);
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში. სხვა ფორმატით წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. ყველა განაცხადს ასევე უნდა ჰქონდეს მითითებული პოზიცია და სტაჟირების ვაკანსიის ნომერი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი.