განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით დღესდღეობით 52 530 პირს აქვს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული, რაც საერთო რაოდენობის 25%-ია.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რაც შეეხება სტატუსის შეჩერების მიზეზებს, ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციით, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს 17 580 პირს, რაც სტატუსშეჩერებული სტუდენტების მთლიანი რაოდენობის 33.5%-ია.
- ავადმყოფობის გამო სტატუსი 190 პირს აქვს შეჩერებული;
- ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო სტატუსი 259 პირს აქვს შეჩერებული;
- საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო კი სტატუსი 188 აქვს შეჩერებული.
რაც შეეხება მონაცემებს კონკრეტული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით, ცენტრის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯამში 5914 პირს აქვს სტატუსი შეჩერებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 6 707 პირს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 9798 პირს.
წყარო: liberali.ge