სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

1. შპს ,,ნესტლე საქართველო“ დამწყები სპეციალისტებისათვის აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საფინანსო და ლოგისტიკის დეპარტამენტებში.

ლოგისტიკის დეპარტამენტში სტაჟიორის ძირითადი ფუნქციაა:

  • დეპარტამენტში მიმდინარე ანგარიშგების პროცესების მხარდაჭერა
  • ტექსტების თარგმნა სომხურად

ჩვენ თქვენგან ველოდებით

  • სრულ ან არასრულ უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში;
  • განვითარებულ ანალიტიკურ უნარებს;
  • ქართული, სომხური და რუსული ენების კარგ ცოდნას, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილებას Excel-ისა და PowerPoint ის მაღალ დონეზე ცოდნას;
  • პასუხისმგებლობას და დეტალებზე ორიენტირებულობას.

საფინანსო დეპარტამენტში სტაჟიორის ძირითადი ფუნქციაა:

  • ბუღალტრული ანგარიშსწორების პროცესის მხარდაჭერა;
  • შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე მუშაობა.

ჩვენ თქვენგან ველოდებით

  • სრულ ან არასრულ უმაღლეს განათლებას ფინანსების სფეროში;
  • განვითარებულ ანალიტიკურ უნარებს;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგ ცოდნას;
  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილებას Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
  • პასუხისმგებლობას და დეტალებზე ორიენტირებულობას.

ჩვენ გთავაზობთ

  • 6-8 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • სრულ სამუშაო დღეს;
  • სამუშაო პროცესში სწავლებას;
  • დიდ საერთაშორისო კომპანიაში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურეთ ღილაკ “გაგზავნე CV”-ის მეშვეობით, 15 თებერვლამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ დეპარტამენტის სახელწოდება, რომელშიც გაქვთ სტაჟირების გავლის სურვილი – ლოგისტიკის დეპარტამენტი ან საფინანსო დეპარტამენტი.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

2. UGT ელექტრობისა და BMS-ის მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე ეძებს ახალგაზრდა მოტივირებულ ინჟინერს, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია და სურს განვითარდეს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტრობის, სახანძრო სისტემების, სიგნალიზაციის, სათვალთვალო სისტემებისა და ზოგადად BMS პროექტირებაში ჩართულობა;
  • ელექტრო და BMS სისტემებში სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
  • ელექტრობისა და BMS-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია ელექტრობის სისტემების მინიმალური ცოდნა;
  • სასურველია შეეძლოს ელექტრობის ნახაზების წაკითხვა/გარჩევა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი, ვერბალური);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია CAD software, 3D cad software (3dMAX, Rhino) ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • ტექნიკური აზროვნება;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected] არაუგვიანეს 4 მარტისა და სათაურის ველში მიუთითოთ: „სტაჟირება ელექტრობისა და BMS-ის მიმართულებით“. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

3. კომპანია არტ ჯგუფი აცხადებს სტაჟირება არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივით ქუთაისში.

გაიარეთ სტაჯირება სამშენებლო საპროექტო კომპანია არტ გრუპ ში და დარჩით სამუშაო შტატში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2019 წლის 3 მარტის ჩათვლით.

დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი

4. კომპანია „მოგო“ აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას კლიენტთა მომსახურების დეპარტამენტში, თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
თქვენზე მორგებულ/მოქნილ გრაფიკს;
პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე – [email protected] 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები