ვაკანსიები სტუდენტებისთვის თბილისსა და ქუთაისში

აქტუალური

“ენსოლი” (დიზელისა და გაზის გენერატორების მომწოდებელი) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი საქმიანობა:

  • რეალიზაციების პირველადი საბუთის შექმნა;
  • შესყიდვის პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word, PowerPoint).

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტიანი მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ “ბუღალტრის თანაშემწე- Ensol”

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10.02.2018

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება “იუ-ჯი-თი”-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სს “საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე (ქუთაისი).

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
  • არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
  • საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
  • მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება “საცალო გაყიდვების აგენტი – ქუთაისი”. ბოლო ვადა: 24.02.2019.

სს სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
  • სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება – კორპორატიული დაზღვევის უმცროსი ოფიცერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები