ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა ჯგუფის MSI Global Alliance-ის წარმომადგენელი საქართველოში, აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია ფინანსური ოფისი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი
  • ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
  • პროგრამების ცოდა: MS Office
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია
  • ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

  • საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
  • პროგრესირებადი სახელფასო სისტემა
  • სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, ჩაერთვებიან პროფესიული მომზადების პროგრამაში, სადაც შეისწავლიან საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამას, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: [email protected] 2018 წლის 1-ლ ნოემბრამდე. გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

კომპანია “მკითხველი” – საკურიერო კომპანია აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ენერგიულობა და სისხარტე;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ასაკი: 18-დან 45 წლამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ ატმოსფეროს;
  • კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • ტრენინგებს გაყიდვების სფეროში;

სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 – 16:00-მდე ; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.
დამატებითი ინფორმაცია:

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 200 ლარიდან, რომელსაც ემატება ზრდადი საბონუსე სქემა )

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, ტრენინგებს და მოხვდებიან ჩვენს მეგობრულ გუნდში.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2018 წლის 9 ოქტომბრამდე. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია”.

საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (მწერალი თანაშემწე) პოზიციაზე

მოთხოვნები:

  • არგუმენტირებული წერის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საოფისე დონეზე ცოდნა.

განათლება:

  • იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი ან მაგისტრატურის სტუდენტი.

პერსონალური თვისებები:

  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მობილიზებულობა;
  • თვითორგანიზების უნარი;
  • სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
  • პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: 500 ლარი
გამოსაცდელი ვადა 1 თვე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება 3 ეტაპად:
1. CV – ის საფუძველზე;
2. საპროცესო დოკუმენტის შედგენა;
3. გასაუბრება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები