თბილისში ღამის ბიბლიოთეკების და მულტიფუნქციური სივრცეების გახსნა იგეგმება. კერძოდ, თბილისის მერია გეგმავს, რომ მოაწყოს ადგილები, სადაც წიგნის წაკითხვის გარდა, მსურველებს სამუშაო სივრცე და დასასვენებელი ადგილი დახვდებათ. საუბარია მედიათეკის მსგავს პროექტზე, რომელიც თბილისში უკვე წლებია არსებობს.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რაც შეეხება ღამის ბიბლიოთეკებს, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის სავარაუდო ადგილები, თუმცა, ისინი ტურისტულად მიმზიდველ უბნებში გაკეთდება.
მერიაში ღამის ბიბლიოთეკებისა და მულტიფუნქციური სივრცეების პროექტზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყება.
წყარო: imedinews.ge