მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, წნორი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: [email protected]
ვის ვეძებთ ჩვენ?
- ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით;
- მათ, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე, არის შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
- ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც სწავლასთან
- შეთავსებით სურთ სამუშაო გამოცდილების მიღება და ხელფასის გამომუშავება;
- მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.
რა იქნება მთავარი მოვალეობა?
- კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა; - სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.
რას მიიღებთ ამ სამსახურში მუშაობით?
- მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
- გამოცდით საკუთარ შესაძლებლობებს;
- აღმოაჩენთ ახალ უნარებს;
- გამოიმუშავებთ ანაზღაურებას;
- დაიწყებთ კარიერის განვითარებას.
პოზიციის პირობები:
- 2-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
- სტაჟირების შემდეგ გამოსაცდელი ვადა – 3 თვე;
- ანაზღაურება გამოსაცდელ ვადაში – 250 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
- ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 375 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
- სამუშაო გრაფიკი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.
დამატებითი ინფორმაცია:
გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 15 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა
- მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება
- მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
- მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
- სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე)
- MS პროგრამების ცოდნა;
- მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველება;
- გუნდური მუშაობა;
- პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- ჯგუფური გასაუბრება ;
- ტესტირება;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
- სტაჟირება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 21.09.2018
კომპანია ”გამომცემლობა კოლორი” აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
- HR ადმინისტრაციული თემებში ასისტირების გაწევა (თანამშრომელთა ხელშეკრულებები, შვებულებები, მივლინებები);
- 1с პროგრამაში მუშაობა;
- სხვადასხვა HR პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
აცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ფსიქოლოგიის განხრით);
უპირატესობა მიენიჭება შინაგან მოტივაციას, აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად;
პიროვნული თვისებები:
- პოზიტიური განწყობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ბაღდავაძის #20
ვაკანტური ადგილები: 1
სტაჟირება: ანაზღაურების გარეშე
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე
შენიშვნა: სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ვარკეთილი/ვაზისუბანში ან ისანი/სამგორის რ-ნში.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე [email protected]. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 სექტემბერი.