სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის აშშ–ის საელჩოში

დასაქმება

აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისათვის. პროგრამის მიზანია სტუდენტებს მიეცეთ ამერიკულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობაა.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ის იძლევა დიდ გამოცდილებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

სტაჟირების გავლა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის მოქმედ სტუდენტს.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

სტაჟირებით დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა მიმართონ აშშ-ის საელჩოს HR ოფისს, სადაც უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა სტაჟირებაზე (სასურველია ინგლისურად);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურად);
  • აკადემიური სწავლებების (საგნების) ჩამონათვალი (სასურველია ინგლისურად);

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე – [email protected]. აღნიშნული დოკუმენტები სხვა ფორმატითარ მიიღება. ყველა განაცხადს ასევე უნდა ჰქონდეს მითითებული პოზიცია და სტაჟირების ვაკანსიის ნომერი.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები