თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოს ახლად დაქორწიენებული წყვილი დაესწრო.
როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, ის რომ წყვილმა სწორედ უნივერსიტეტის დამთავრების დღეს იქორწინა, სიმბოლურია და ამ ფაქტით კარგ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.
ნეფე-პატარძალი ამავე უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები სანდრო პეტრიაშვილი და მაია ჭინჭარაული არიან.