“ალტაოქეი” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე (დროებითი თანამშრომელი, დეკრეტში მყოფი თანამშრომლის შემცვლელი).
სამსახურის მახასიათებლები:
- სამუშაო პერიოდი: 6 თვე (აგვისტო – იანვარი)
- ანაზღაურება: 600 ლარი;
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგის დეპარტამენტის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი და მომზადება;
- In-store მარკეტინგული მასალების დამზადების კურირება (pos-ები, ფასმაჩვენებლების დიზაინი, მუსიკა, კედლის ბანერები და ნავიგაციები, სტიკერები და ა.შ);
- გარე რეკლამის მიმართულებით კომპანიებთან კომუნიკაცია და კონტროლი;
- სტამბებთან და სხვა მომსახურე კომპანიებთან ურთიერთობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება პროექტის და მარკეტინგული აქტივობის შესაბამისად;
- სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
- მიმდინარე და დასრულებული ღონისძიების ანგარიშების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მარკეტინგის / ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების MS Office-ის კარგად ფლობა;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე: [email protected].
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო, 2018 წელი.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – მარკეტინგის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვავაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.