2017 წლის გაზაფხულზე, ფეისბუკში, შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა Daniel Spehr-მა ფოტოალბომი ატვირთა, რომელიც 1993 წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე საქართველოში – თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ 1000 ფოტოს მოიცავდა. ფოტოები კარგად გადმოსცემდა 25 წლის წინანდელი საქართველოს მდგომარეობას.
1993 წლის ცნობილი ალბომის გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ დენიელ სპერი, პირველად 25 წლის შემდეგ, ისევ თბილისს ეწვია და ის 2018 წლის 18 ივლისს თავის აუდიტორიას ქარვასლაში არატრადიციულ გამოფენა შესთავაზა.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
როგორც თავად ამბობს, 1993 წელს ბაზელში მიიღო Atelia Mondial IAAB-ის გრანტი, რომელიც ახალგაზრდა არტისტებს შვეიცარიის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში თავიანთ პროექტებზე მუშაობის საშუალებას აძლევდა და ასე მოვხვდი საქართველოში.
“ჩემოდანი სავსე მქონდა ფირებით, გასამჟღავნებელი წამლითა და ფოტოქაღალდით, რის გამოც ბარგზე ფულის დამატება დამჭირდა. თბილისში ჩამოვფრინდი ფრანკფურტის რეისით, გამთენიისას. აეროპორტში რომ დავეშვით, უკუნითი სიბნელე იყო. რომ ვიკითხე, რა ხდებოდა, მითხრეს, რომ ქვეყანაში ომიაო, რაც ისედაც ვიცოდი. წამოსვლამდე ჩემი „რისერჩი“ გავაკეთე და მქონდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ძალიან რთული პერიოდი იყო”, – აღნიშნა დენიელ სპერმა.
გთავაზობთ მის მიერ 1993 წლის საქართველოში გადაღებულ კადრებს.
წყარო: at.ge