თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უამრავი გზა უცხო ენის შესასწავლად. მაგალითად, შესაძლებელია, ყოველდღიურად ჩართოთ YouTube-ზე ენის შემსწავლელი რომელიმე არხის ვიდეოები და პროფესიონალი პედაგოგები სრულიად უფასოდ აგიხსნიან ყველაფერს, რაც თქვენთვის აქამდე გაუგებარი იყო.
გთავაზობთ რამდენიმე ასეთ არხს რუსულ და ინგლისურ ენებზე.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
არხები ინგლისურ ენაზე:
Learn English with Ronnie – ვიდეოების უმეტესობა ეძღვნება გრამატიკას. ახსნილია საკმაოდ გასაგებად, სხარტად და იუმორით.
English with Jennifer – აქ თქვენ ნახავთ რჩევებს, თუ როგორ გაიუმჯობესოთ გამოთქმა, აითვისოთ გრამატიკა და მრავალი სხვა. სასარგებლოა, როგორც მოსწავლეთათვის, აგრეთვე ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.
Rachel’s English – არხი განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისაც პრობლემები აქვთ გამოთქმასთან.
Anglo-Link – მასალის მრავალფეროვნება საკმაოდ მიმზიდველია. გაკვეთილების უმრავლესობა ეძღვნება გრამატიკის განხილვას.
EnglishClass101 – არხი სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ასე თუ ისე უკვე ერკვევა გრამატიკაში, თუმცა სირთულეს აწყდება ურთიერთობისას.
BBC Learning English – დიდი რაოდენობის საინტერესო და შემეცნებითი ვიდეო განსხვავებულ თემებზე.
Learn English with Steve Ford – ავტორი – ინგლისური ენის პროფესიონალი პედაგოგი ოცწლიანი სტაჟით. საინტერესო მასალის ნახვას შეძლებენ როგორც დამწყებები, ასევე გამოცდილები.
არხები რუსულ ენაზე:
Puzzle English – შეიცავს მრავალ ვიდეოს სხვადასხვა თემაზე: გრამატიკის გარჩევა, ენის შესწავლის საიდუმლოებები და რჩევები, საინტერესო გამოთქმები პოპულარული სერიალებიდან და მრავალი სხვა.
Albert Kakhnovskiy – ინგლისურის შესწავლა ცნობილი რეიმონდ მერფის მიხედვით.
Oxana Dolinka – თანამედროვე ინგლისური ენის შესწავლა. უამრავი მასალა დამწყებთათვის.