ჰარვარდის უნივერსიტეტში განათლების მიღება უნაკლო კარიერის შექმნის საწინდარია. კურსდამთავრებულები ლიდერები არიან როგორც ბიზნესის, ისე პოლიტიკის სფეროში და საინტერესოა, როგორია მათი ფასეულობები. ჰარვარდის კრიმსონის სტუდენტურმა გაზეთმა აღნიშნულთან დაკავშირებით ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, შეგვიძლია გავიგოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ სტუდენტებს სექსის, პოლიტიკისა და ტექნელოგიების მიმართ.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მაშ ასე, 10 რამ ყველაზე ელიტური ახალგაზრდების შესახებ:
- პათოლოგიური შიშების თაობა – 2018 წელს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სტუდენტთა 41% მენტალურ პრობლემებს ებრძვის. ეს შეგვახსენებს, რომ სწავლის დაძაბული გრაფიკი ზრდის სტრესს.
- საშუალოდ 5-დან 1 ჰარვარდის სტუდენტი უნივერსიტეტს ქალიშვილი ტოვებს – ასეთივეა იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც ცხოვრების პარტნიორს ჯერ არ ეძებენ. ამასთან, დიდია იმ სტუდენტა რიცხვი, რომლებიც სტუდენტობის პერიოდში სექსულურ შევიწროებაზე საუბრობენ.
- ლიბერალები ტრამპის ეპოქაში – ჰარვარდის სტუდენტების 2/3 თავს ძალიან ლიბერალს უწოდებდა და 72% აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის პოლიტიკას არ ემხრობა, მათი თქმით, ამერიკა არასწორი გზით მიდის. ტრამპს მხარი მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტების 3%-მა დაუჭირა.
- სიტყვის თავისუფლება – არსებობს ეჭვები, რომ სტუდენტები თავიანთი აზრის მწვავე, კრიტიკული ფორმით საჯაროდ გამოხატვას ერიდებიან.
- ალკოჰოლი და თამბაქო – შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტების სრული მოწესრიგებულობიდან გადახრის ერთადერთი მიზეზი სასმელია. სტუდენტთა 90% ყოველ კვირას დიდი ოდენობით ალკოჰოლს სვამს. ჰარვარდში თამბაქოს კვამლი ნელ-ნელა ქრება, თუმცა კანაფი კვლავ პოპულარულია.
- საპროტესტო აქციები – ჰარვარდის სტუდენტებმა სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ აქციები ცეცხლსასროლი იარაღის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მოთხოვნით მოაწყვეს.
- „ჭკვიანი“ მობილურები ჭკვიანი სტუდენტებისთვის – სმარტფონი ჰარვარდში ყველას აქვს. მათთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი კი აიფონია, რომელიც სტუდენტების 87%-ს აქვს, 80%-ს კი – ეიფლის სხვა ტექნიკა.
- გადაწერა – კვლევამ აჩვენა, რომ რაღაც ეტაპზე, ყოველი მეხუთე სტუდენტი გამოცდების გადაწერით ჩაბარებას ცდილობს.
- ეთნიკური გაფართოება – მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩარიცხვა არც ისე მარტივია, პრიორიტეტად ეთნიკური უმცირესობის სტუდენტები ითვლებიან. ჰარვარდში განსაკუთრებით დიდია ესპანელების, აზიელებისა და ფერადკანიანების რაოდენობა.
- რა ელით კურსდამთვარებულებს? – როგორც წესი, ჰარვარდის კურსდამთავრებულები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არ იფანტებიან. მათი ძირითადი ნაწილი კარიერას მასაჩუსეტში, ნიუ იორკსა და კალიფორნიაში იწყებს, თუმცა კურსდამთავრებულთა 60% მცირე დროის განმავლობაში მშობლების ხარჯზე ცხოვრობს.
წყარო: BBC
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა