სტუდენტური სტილი თავისუფალ უნივერსიტეტში ➤ ფოტოები

მოდა

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან საქართველოს სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი თავისუფალ უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

❥ ელენე გაბოძე: “ტანსაცმელს ძირითადად მეორეულში ვყიდულობ.”

❥ ნანა არაყიშვილი: “ხან სად დავდივარ ხან სად, ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.”

 მამუკა ზაალიშვილი: “მაღაზიებში ვშოპინგობ, უმეტესად თბილისი მოლში.”

❥ თეონა კახიანი: “სამოსს მაღაზიებში ვარჩევ და საზღვარგარეთაც ხშირად ვყიდულობ.”

❥ ნინი ტორონჯაძე: “უმეტესად გამოწერის სერვისით ვსარგებლობ ან თბილისი მოლსა და გალერეა თბილისში ვიძენ ტანსაცმელს.”

❥ გიორგი ჟორდანია: “ჩემი ფავორიტი მაღაზიებია Lee და Hugo Boss.”

❥ ზვიად გეგიჩი: “Wrangler-ში ვყიდულობ ყველაფერს, ახლა რაც მაცვია ყველაფერი იქ შევარჩიე.”

❥ ელისო დავლიანიძე: “ჩემი გემოვნების ტანსაცმელს აქ ვერ ვშოულობ, ამიტომ ვიწერ ხოლმე.”

❥ ნიკა ნუკრაძე: “ბაზრობაზეც დავდივარ და მაღაზიებშიც.”

❥ ნინო თურმანიძე: “ძირითადად, მაინც მაღაზიებში ვყიდულობ სამოსს.”

❥ დავით გეთიაშვილი: “არ აქვს მნიშვნელობა ადგილს, ყველგან ვიძენ თუ მომწონს.”

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები