სტაჟირება სტუდენტებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციაში

დასაქმება

სს სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” გთავაზობთ სტაჟირებას ფინანსური აღრიცხვის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: პუშკინის 3
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი)

ძირითადი მოვალეობები:

  • ხარჯების დარიცხვა;
  • კრედიტორებთან ფინანსური ვალდებულებების შედარებების წარმოება;
  • საგადასახადო პორტალზე ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების დადასტურება და კონტროლი;
  • დამატებით, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების სპეციალობით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • აქტიური
  • სწრაფად სწავლის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • დროის მართვის უნარი
  • სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა
  • დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “სტაჟიორი ფინანსური აღრიცხვის განყოფილებაში”.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მარტი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

სათარჯიმნო კომპანია NG GEORGIA აცხადებს მთარგმნელ–თარჯიმანთა სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

უმაღლესი განათლება უცხო ენის (ინგლისური, რუსული) მიმართულებით (განიხილება დამამთვრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტიც)

  • სასურველია თარჯიმნობის გამოცდილება
  • უცხო ენის B2/C დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების Word, Excel, Power-point – ს ცოდნა

აუცილებელი თვისებები:

  • სწორი, გამართული მეტყველება როგორც უცხო ენაზე, ასევე მშობლიურ ენაზე
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მობილიზებული და ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური და არაკონფლიქტური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე) გადმოგვიგზავნეთ [email protected] , +995 555 78 17 17. სტაჟირების ადგილი ქუთაისი, დასაქმება – საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. “Subject” ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი.

www.dediko.ge აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

სამუშაო მოიცავს ბავშვის აღზრდასთან, განათლებასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სტატიების წერას. განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც.

მოთხოვნები:

  • აუცილებელია, ქართული ენის (წერის) ძალიან კარგი და ინგლისურის კარგი ცოდნა.
  • სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩართვა სოციალური ქსელების მართვაში და მარკეტინგში. ფოტოშოპის ელემენტარული ცოდნა ჩაითვლება პლიუსად.

CV გამოაგზავნეთ [email protected] -ზე, subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. CV-ში აუცილებლად უნდა ეწეროს ეროვნული გამოცდების შედეგები. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები