მელოდრამები კინოს თემატიკაში ყველაზე მოთხოვნადი ჟანრია: მათი ყურება ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და ამასთან ერთი და იგივე სასიყვარულო დრამის ნახვა რამდენიმეჯერაც კი არ ბეზრდებათ. ბევრ მათგანს რეალური მოვლენები უდევს საფუძვლად, ბევრი წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს, ზოგი კი რეჟისორის ორიგინალური ჩანაფიქრით საკმაოდ არაორდინალური სიუჟეტით გამოირჩევა:
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან, 2013 – ჯიმ ჯარმუშის ვამპირული დრამა ტილდა სუიტონის და ტომ ჰიდლსტონის ბრწყინვალე თამაშით გამოირჩევა. მათი სიყვარული საკმაოდ ორიგინალური და ესთეტიკური კადრებითაა გადმოცემული.
ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება, 2004 – ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ისტორია სიყვარულის შესახებ საკმაოდ სევდიანია.
გოგონა კომპლექსების გარეშე, 2015 – ემი შუმერი ცნობილია თავისი თამამი იუმორით. მისი სცენარით გადაღებული ეს ფილმი სავსეა ირონიით. გმირების რომანი რეალურ ცხოვრებას ძალიან მოგაგონებთ.
ლარსი და ნამდვილი გოგონა, 2007 – რაიან გოსლინგის გმირს ფსიქიკური აშლილობა აქვს და გოგონა, რომელიც უყვარს, უსულო თოჯინაა.
ედვარდ მაკრატელხელება, 1990 – ტიმ ბარტონის კლასიკა სიყვარულის უნიკალურობას საოცრად წარმოაჩენს, მას არ უნდა ჰქონდეს გარკვეული სტანდარტები თუ ჩარჩოები. ჯონის დეპის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება აუცილებლად აგატირებთ.
ენი ჰოლი, 1977 – მსოფლიოს კინოს კიდევ ერთი შედევრის სცენარი 1978 წელს ყველაზე სასაცილო სცენარად აღიარეს. აქ იუმორი და გონებამახვილობა ეფექტურად ერწყმის ერთმანეთს.
თბილი სხეულები, 2013 – მარტოხელა ზომბი ნამდვილ გოგონას ხვდება და უყვარდება. ისტორიამ ბევრ ფილმსა და წიგნში ჰპოვა ასახვა, მაგრამ ამ სურათში განსაკუთრებით გულშიჩამწვდომია. იმისთვის, რომ აზრები გადმოსცეს, ზომბი მამაკაცი საყვარელ გოგონას მუსიკას ურთავს.
ლობსტერი, 2015 – უცნაურ ფილმში მოვლენები მომავალში ხდება. მარტოხელა ადამიანებს სპეციალურ სასტუმროში გზავნიან, სადაც მხოლოდ ნახევარი თვე აქვთ მეწყვილის საპოვნელად. ფილმმა კანში ჟიურის პრიზი მოიპოვა.
გამაოგნებელი სიყვარული, 2002 – მთავარ გმირს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა უჭირს, თუმცა ერთხელაც ისეთ გოგონას ხვდება, რომელიც მას ცვლის. კომიკოსი ადამ სენდლერი ამ სურათში მსახიობური ოსტატობით გაგაოცებთ.
იმედის სხივთა კრებული, 2012 – ფსიქიატრიულ კლინიკაში 9 თვის გატარების შემდეგ მამაკაცი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება: ცხოვრობს მშობლებთან და ცოლის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა მასთან მიახლოება ეკრძალება. შემთხვევით გოგონას იცნობს, რომელმაც ფსიქიატრიული განკურნების კურსი ახლახან გაიარა.
წყარო: okmagazine.ge