ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

სადისტრიბუციო კომპანია შპს “ჯეოსტარი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ განყოფილებაში ასისტენტის თანამდებობაზე.

შესაძლებელია იყოს სტუდენტი(3-4 კურსი).
მდებარეობა: ქ.თბილისი,სამგორი ნადარეიშვილის 4ა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel, მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ხარისხობრივი და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი;

CV-ის მიღების ბოლო ვადაა 27 თებერვალი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: [email protected] აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სს “ოქეი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სს “ოქეი” ინოვაციებზე ორიენტირებული საფინანსო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით მომხმარებელს სთავაზობს ფინანსური პროდუქტების ფართო სპექტრს.

კომპანია, როგორც დამსაქმებელი, დაინტერესებულია ითანამშრომლოს პასუხისმგებლიან, სანდო, მოტივირებულ, კვალიფიციურ ინდივიდებთან და სთავაზობს მათ განვითარებისათვის საჭირო დინამიურ გარემოს.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

  • პარტნიორი კომპანიების მოძიება, ურთიერთობის დამყარება და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • არსებული პარტნიორი კომპანიების ბაზის მუდმივი ზრდა, მონიტორინგი და მართვა;
  • შესაბამისი რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია – საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები)
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თავაზიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ კანდიდატურა შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] 2018 წლის 5 თებერვლამდე. გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ “გაყიდვების მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები