ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა წამოეწყო სოციალური კამპანია – #გადაარჩიე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენებთან დაკავშირებით.
2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის დადგენილებით №160 შემუშავდა და დამტკიცდა ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ დირექტივებსა და რეგულაციებს.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“მნშვნელოვანია ის, რომ კოდექსის განსახორციელებლად და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელია შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციები, რომელიც საჭიროებს აღნიშნული კონვენციების მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვასა და ეტაპობრივად მისი განხორციელება.
აქედან გამომდინარე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა წამოეწყო სოციალური კამპანია სახელწოდებით #გადაარჩიე, რომელიც მიზნად ისახავს პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას”,- გვითხრა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ა(ა)იპ ლაიფისა და თავისუფალი ოლიმპიადის მხარდაჭერით განხორციელდა რამდენიმე აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა კამპანიის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და აღნიშნული თემის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმას.
საინიციატივო ჯგუფის წევრები:
სოფო ჯაფარიძე;
მარიამ დევრისაშვილი;
ნინა ფარტენაძე.