დამღლელი დღისა და კვირების შემდეგ განტვირთვა, დასვენება და გართობა ზედმეტი არვისთვისაა. სად შეიძლება წახვიდეთ ამ კვირის განმავლობაში? სად შეძლება გაატაროთ დრო სასიამოვნოდ? – გთავაზობთ ამ კვირაში დაგეგმილი ღონისძიებების სიას სხვადასხვა გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა თიბის ბანკის სათავო ოფისში. ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, მისი 30 ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა. აღდგენილი ესკიზების უმრავლესობა, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად იქნება წარდგენილი. გამოფენას შეგიძლიათ ეწვიოთ სამუშაო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 19:00-სთ-მდე და შაბათს 11:00 – 14:00 საათებში, დასწრება თავისუფალია.
ირანული კინოს ფესტივალი – საუკეთესო ირანული ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით. ჩვენებას დაესწრებიან ირანული კინოს გამორჩეული რეჟისორები და მსახიობები. ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველდღე 2017 წლის 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით 19:00-დან 21:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, დასწრება თავისუფალია.
კრის ნორმანი საქართველოში – ლეგენდარული კრის ნორმანი, ბრიტანელი მუსიკოსი და ბენდი საქართლოს პირველად 10 დეკემბერს ეწვევა. თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
თანამედროვე ჩინური ხელოვნების გამოფენაზე “ხელოვნება და მშვიდობა” – საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჩინეთის ხელოვანთა ასოციაცია, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), გიწვევთ გამოფენაზე “ხელოვნება და მშვიდობა”. მის: საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი სიონის ქ. 8. მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა 10 სთ-დან 18:00 სთ-მდე). გამოფენა მიმდინარეობს 12 დეკემბრამდე.
ნიაზ დიასამიძე 33ა – 7 დეკემბერს, ხუთშაბათი 20:00-დან – 23:00-მდე თბილისი ივენთ ჰოლში გაიმათება მუსიკალური საღამო. ნიაზ დიასამიძე არის ქართველი მუსიკოსი და ჯგუფ 33ა-ს ვოკალისტი. მან ჯგუფი 1994 წ. დააარსა, ძირითადად მის ჟანრს, ფოლკ-როკი წარმოადგენს. სხვადასხვა დროს ჯგუფს წარმატება მოუტანა სიმღერებმა: „მე ვზივარ ნავში“ „ღამე და წვიმა“ „ქარი ქრის“ „გალაკტიონი“ და სხვა. მის რეპერტუარში 7 ალბომია. ბოლო: „ ახალი ალბმის“ კომპოზიციებში ჩართულია, ხალხური ცეკვები სუხიშვილების შესრულებით.
ფილმები კინოთეატრებში – 5 დეკემბერს კინოთეატრებს თქვენთვის მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. დღის სხვადასხვა მონაკვეთში თქვენ კავეა ისთ ფოინთში, კავეა თბილისი მოლში და რუსთაველში შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ფილმები: “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”, “მამიკო სახლშია 2”, “კოკო 3D”, “სამართლიანობის ლიგა 3D”, “პატარა ვამპირი”, “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში”, “თორი: რაგნაროკი 3D”.
“მონსტრების ოჯახი 3D”, “საოცრება”, “სუბურბიკონი”, “თოვლის კაცი” – ამ ფილმების ნახვას კი კავეა ისთ ფოინთსა და კავეა თბილისი მოლში შეძლებთ. ფილმის “ხიბულა” ჩვენება კი კავეა ისთ ფოინთში და რუსთაველში გაიმართბა.
რაც შეეხება თეატრებს, აქაც ბევრი საინტერესო სპექტაკლი გელით. მომდევნო 3 დღე სპექტაკლებით დატვირთულია შემდეგი თეატრები: მარჯანიშვილის თეატრი (ახალი სცენა), ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რუსთაველის თეატრი, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი.