ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია ვაბაკო ეძებს ხარისხის უზრუნველყოფის დამწყებ სპეციალისტს, რომელთან ერთად შევქმნით კომპლექსურ ენტერპრაიზ კლასის პროდუქტებს (სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის/მაგისტრატურის სტუდენტი).

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის (პროგრამის) ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.
  • პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება, მათი მიხედვით სისტემის შემოწმება.
  • შეცდომების აღმოჩენა და რეგისტრაცია.
  • აღმოჩენილი შეცდომების აღწერა და მათი პროგრამისტისთვის ახსნა.
  • პროგრამისტის მიერ გასწორებული შეცდომების გადამოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი – კვირაში ხუთი დღე, სტანდარტული გრაფიკით 09:00 დან 18:00 მდე.
  • ანაზღაურება – საწყისი/პირველი ბიჯი – 550 ლარი ხელზე, მეორე ბიჯი – 750 ხელზე მესამე ბიჯი – 1,000 ლარი ხელზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ვაბაკო სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს აერთიანებს. კომპანია ადამიანური რესურების მართვის, საქმისწარმოებისა და სამედიცინო ინფორმაციული სისტემების შექმნა-დანერგვის მიმართულებით მუშაობს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „QA Specialist“.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები