კომპანია “მკითხველი” ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ვაკანტური პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი (სტუდენტი) განათლება;
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
- სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა და სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ასაკი: 18-დან 30 წლამდე.
სამუშაო გრაფიკი:
არასრული: 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.
დამატებითი ინფორმაცია: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 200 ლარიდან, რომელსაც ემატება ზრდადი საბონუსე სქემა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და “ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა 27 ნოემბერი.
მისამართი: ქ. თბილისი სტანისლავსკის N5.მისამართი
ტელ: (+995 431) 252121